მარკო რუბიომ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის „კავშირების აღდგენას“. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო მდივანმა რუსეთს მიაწოდა ინფორმაცია ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციების შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ წითელ ზღვაში ამერიკულ სამხედრო და კომერციულ გემებზე „ჰუსიტების“ შემდგომი თავდასხმები დაუშვებელია“.

ასევე, რუბიომ და ლავროვმა განიხილეს შემდგომი ნაბიჯები საუდის არაბეთში ბოლო დროს გამართული შეხვედრების ფარგლებში და „შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კავშირების აღდგენაზე“.