რომში, აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ ხანძარი გააჩინა - შეჩერებულია ფრენები
1738757834
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმას ღაზის სექტორის განაშენიანების შესახებ.
„ღაზა „ჰამასისგან“ თავისუფალი უნდა იყოს. როგორც დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, შეერთებული შტატები მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა და ღაზა კვლავ მშვენიერი გახადოს. ჩვენი მიზანია - რეგიონში მყარი მშვიდობა ყველასთვის“, - დაწერა რუბიომ.
ცნობისთვის, ტრამპმა დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა მზად არის ღაზის სექტორზე კონტროლი დაამყაროს. მან ღაზას ჯოჯოხეთი უწოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ აპირებს იქ „ახლო აღმოსავლეთის რივიერა“ გააშენოს. ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ პალესტინელების ნაწილი იორდანიაში ან ეგვიპტეში უნდა გადასახლდეს.