მომხმარებელმა „შპს იფქლის“ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა - საწარმოს წარმოების პროცესი შეუჩერეს
1738841762
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიო სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის სამხრეთ აფრიკაში „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისი განცხადებით, სამხრეთ აფრიკა სამიტს სოლიდარობის, თანასწორებისა და ინკლუზიურობის, ასევე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ხელშეწყობისთვის იყენებს. „ჩემი საქმე კი, ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის ხელის შეწყობაა და არა ანტიამერიკანიზმის წახალისება“, - დაწერა რუბიომ.
„დიდი ოცეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების სამიტი სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგში 20-21 თებერვალს გაიმართება.
ცნობისთვის, გასულ კვირას ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ აფრიკას საგარეო პროგრამების დაფინანსება შეუჩერა.