„საქართველოში ხდება და ყურადღებით იყავით!“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1741550716
თბილისში, ვაზისუბანში, მესამე მიკრო-რაიონში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 28 წლის ნიკა მატკავაა.
როგორც ახლობლები ამბობენ, ის სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგაზრდა, მორაგბე ლუკა მატკავას ძმაა.
ნიკა მატკავას ტრაგიკულ დაღუპვას ეხმიანება რაგბის კავშირი და მორაგბე ლუკა მატკავას თანაუგრძნობს:
„საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ წევრის, ლუკა მატკავას ძმის, ნიკა მატკავას ტრაგიკულად დაღუპვის გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.