„საქართველოში ხდება და ყურადღებით იყავით!“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1741550716
მამა ნიკოლოზის მრევლი ავრცელებს კადრებს, სადაც ასახულია, რომ მდუმარე ბერი მათ წითელ სანთლებს ურიგებს. მათი აზრით, ეს ერთ-ერთ წინასწარმეტყველებას უკავშირდება.
„დღეს წითელი ფერი განსაკუთრებულად ფიგურირებს: 1) წითელი ფერის სანთელი; 2) წითელი ფერის ასანთი; 3)წითელი დიდი ასოებით გააკეთა წარწერა - ასევე, მოითხოვა „კილკა ტომატში“; 4)იშვიათი შემთხვევა არის, როდესაც წინასწარმეტყველმა და მკურნალმა მამაო მოითხოვა ტომატში „ისევ აქცენტი წითელ ფერზე“ - ვკითხულობთ პოსტში.
ფაქტს კომენტარებშიც გამოეხმაურნენ:
„ძალიან დაღლილი, დადარდიანებული სახე აქვს მამაოს. წითელი სანთელი კარგის ნიშანი არ არის ...“
„ეს ყველაზე მძიმე ნიშანი მგონია, რაც კი მამაოს ოდესმე გამოუტანია, ასეთი მძიმე რა გველოდება ნეტავი. უმძიმესი რამ გველოდება, ეჭვი არავის შეეპაროს. იქნებ გაწყვიტონ ჰაჰა-ჰიჰი, იმხელა სატანჯველი წამოვა. მშვიდობა საქართველოს და მშვიდობა ქრისტიანებს. გასაგებია, სირიაში ქრისტიანების დევნა, მაგრამ მამაომ წინასწარ იცის ნიშნების გამოტანა და სხვა განსაცდელია ეს, ან ქრისტიანთა დევნის განვრცობა-საყოველთაოობაა. თან შვიდი გამოუტანია. დამთავრდა წყალობა და თმენა. დიდება სიწმინდეს“.