მანიფესტანტებს საპროტესტო აქციების გამართვა ახალი წესებით მოუწევთ - რა ცვლილებები შედის კანონში
1738863728
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გვატემალაში ამერიკელ დიპლომატებს განუცხადა, რომ აშშ უარს არ ამბობს საგარეო დახმარებაზე, მაგრამ მისი თქმით, „ეს არის ყველაზე ნაკლებად პოპულარული რამ, რაზედაც მთავრობა ხარჯავს ფულს და ისე უნდა განხორციელდეს, რომ მთავრობას შეეძლოს მისი დაცვა“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ საგარეო დახმარების მიწოდებას და პროგრამებში მონაწილეობას, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომლის დაცვას შევძლებთ. ეს უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომლის ახსნას შევძლებთ. ეს უნდა იყოს ისეთი პროგრამები, რომლის გამართლებას შევძლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვუქმნით საფრთხეს საგარეო დახმარებას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1738864793