1733169705
მარკ ცუკერბერგი საქონლის ხორცის წარმოებას იწყებს
Meta-ს დამფუძნებელმა ჰავაის შტატში, კაუაის კუნძულზე, საქონლის ხარისხიანი ხორცის წარმოების მიზნით, ძროხების მოშენება დაიწყო - ბიზნესმენი ამის შესახებ პოსტს თავის სოციალურ ქსელში წერს.
„დავიწყე საქონლის ზრდა კოლაუს რანჩოში, კაუაის კუნძულზე და ჩემი მიზანია, ვაწარმოო საქონლის მსოფლიოში ყველაზე ხარისხიანი ხორცი. გვყავს ვაგიუსა და ანგუსის ჯიშის ძროხები, რომლებიც რანჩოში, ლუდითა და მაკადემიას თხილით იკვებებიან. გვსურს, სრული პროცესი ადგილობრივად და ვერტიკალურად ინტეგრირებულად გავიაროთ. თითოეული ძროხა 5-დან 10 ათასამდე ფუტ საკვებს მიიღებს წლის განმავლობაში, ამიტომ მაკადემიას ხეებსაც დიდ ფართობზე გავაშენებთ”, - წერს მარკ ცუკერბერგი.
Meta-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ფერმის მართვაში მას თავისი შვილები ეხმარებიან და ფერმა თითოეულ სეზონზე უფრო და უფრო დაიხვეწება. ცუკერბერგი ამ საქმეს თავის “ყველაზე გემრიელ პროექტადაც” მოიხსენიებს.
ასევე ნახეთ:
„ნაყოფი მუცელში ოთხად იყო მოკეცილი...“ - ამბავი გოგოსი, რომელიც ქვეყანას სასწაულებრივად მოევლინა