მაკრონი: რუსეთის საფრთხე აქ არის და ის გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე - რუსეთი გახდა საფრთხე საფრანგეთისა და ევროპისთვის

ემანუელ მაკრონი

რუსეთის საფრთხე აქ არის და ის გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და სანქციები დავუწესოთ რუსეთს. და ჩვენ კარგად მოვიქეცით, რადგან საფრთხის ქვეშ არის არა მხოლოდ უკრაინელი ხალხი, რომელიც გაბედულად იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც. [...] მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. რუსული საფრთხე აქ არის და ის გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

„რუსეთმა უკრაინის კონფლიქტი უკვე გლობალურ კონფლიქტად აქცია. პრეზიდენტ პუტინის რუსეთმა დაარღვია ჩვენი საზღვრები ოპონენტების მოსაკლავად, მანიპულაციას ახდენდა რუმინეთსა და მოლდოვაში გამართულ არჩევნებში“, - განაცხადა მან.

საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რუსეთი აგრძელებს გადაიარაღებას და 2030 წლისთვის გეგმავს თავისი არმიის კიდევ უფრო გაზრდას.

„ვის შეუძლია დაიჯეროს, ამ კონტექსტში, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? რუსეთი გახდა საფრთხე საფრანგეთისა და ევროპისთვის“, - დასძინა მან.