ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის შესაძლებლობა, უზრუნველყოს ევროპის „ბირთვული ქოლგის“ უსაფრთხოება, „სუსტია“

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუკასი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის შესაძლებლობა, უზრუნველყოს ევროპის „ბირთვული ქოლგის“ უსაფრთხოება, „სუსტია“.

ამ კონტექსტში პალუკასმა მოწოდება გააკეთა, არ გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, ნატო-ს მიმართ ნდობა შეარყიოს.

„დღეს ლიეტუვას ნატო-ს „ბირთვული ქოლგა“ იცავს. ნატო-ს შვიდი ქვეყანა მონაწილეობს ბირთვული შეკავების პროგრამაში. საფრანგეთის წინადადება საინტერესოა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ საფრანგეთის ბირთვული არსენალი და მათი შესაძლებლობა, დაიცვან ევროპული „ქოლგა“, ჯერ კიდევ ძალიან სუსტია“, – აღნიშნა მან.

ლიეტუვის მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფრის განხილვა შეიძლება, მაგრამ დღეს ლიეტუვა ნატო-ს „ბირთვული ქოლგის“ დაცვის ქვეშ იმყოფება.