ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი და თემურ ნოზაძე დაქორწინდნენ. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. წყვილი უამრავ მილოცვას იღებს.
ცნობისთვის, მარტში, თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანს თბილისის გრანდ სლემის ფინალის დასრულებისთანავე ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ უამრავი მაყურებლის წინ ხელი სთხოვა.