17 თებერვალს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1771269087
კრემლი უარყოფს ბრალდებას, რომ ალექსეი ნავალნი ეკვადორული ბაყაყის შხამით მოწამლეს.
„ბუნებრივია, ჩვენ არ ვიღებთ ასეთ ბრალდებებს. ჩვენ არ ვეთანხმებით მათ. ჩვენ მათ მიკერძოებულად და არაფერზე დაფუძნებულად მივიჩნევთ და კატეგორიულად უარვყოფთ“, – განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს, მოსკოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 1900 კმ-ში მდებარე სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაიცვალა, როდესაც ის 47 წლის იყო. ევროპის ხუთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ციხეში ეკვადორული ბაყაყის შხამით მოწამლეს. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი და ნიდერლანდები დარწმუნებული არიან, რომ ნავალნი ორი წლის წინ სასჯელაღსრულების კოლონიაში სასიკვდილო ნივთიერებით მოწამლეს. მათი დასკვნები ეფუძნება ნავალნის სხეულიდან აღებული ნიმუშების ანალიზს, რომელმაც, მათივე თქმით, დაადასტურა იმ ტოქსინის არსებობა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში შხამიან ისრის ბაყაყებში გვხვდება და რუსეთში ბუნებრივ პირობებში გავრცელებული არ არის.