პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოსკოვმა უარყო ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი და ბელორუსი „ჯარის გაერთიანებულ რეგიონულ ჯგუფს განათავსებენ“. ამის შესახებ CNN წერს.
კითხვაზე ლუკაშენკოს კომენტარების შესახებ, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა: „პუტინსა და ლუკაშენკოს შორის ორმხრივი კონტაქტების დროს მუდმივად განიხილება ურთიერთქმედება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვის სფეროში“.
იქამდე, ლუკაშენკომ განაცხადა:
„კავშირის სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებზე გამწვავებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკის რეგიონალური დაჯგუფების განლაგებაზე. ეს ყველაფერი არის ჩვენი დოკუმენტების მიხედვით“.
ბოლო დღეებში ბელორუსისა და უკრაინას შორის დაძაბულობა გაიზარდა, ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევი მის ტერიტორიაზე თავდასხმის დაგეგმვაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“.