„მე მოვკალი დედაჩემი, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა...“ - ბიჭი, რომელმაც თბილისში დედა მოკლა
1732998000
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას პრეზიდენტებს შორის დაძაბული საუბარი გაიმართა.
"პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მოგეცით იმის საშუალება, რომ იყოთ ძლიერები და არ ვფიქრობთ, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ძლიერები აშშ-ის გარეშე. თქვენი ხალხი ძალიან მამაცია, მაგრამ ჩვენს გარეშე, თქვენ იქნებით ძალიან სუსტ პოზიციაში. ამჟამად, თქვენ არ გაქვთ შესაბამისი კოზირები. მას შემდეგ, რაც ხელს მოვაწერთ ამ ხელშეკრულებას და შეთანხმებას, თქვენ იქნებით კარგ პოზიციაში. უნდა იყოთ მადლიერი, მაგრამ თქვენ არ გამოხატავთ მადლიერებას, რაც ჩემი აზრით, არ არის მაინცდამაინც კარგი. მგონი, საკმარისი მოვისმინეთ. ასე ვთქვათ, კარგი სატელევიზიო შოუ დავდგით," - განაცხადა ტრამპმა.
როგორც უკრაინის, ისე ამერიკის პრეზიდენტებმა მოგვიანებით აღიარეს, რომ ყველაფერი არასწორად წარიმართა, მაგრამ უთანხმოების სხვადასხვა მიზეზი დაასახელეს. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზელენსკის ბრძოლა სურს და მშვიდობისთვის მზად არაა. ზელენსკის თქმით, უკრაინაზე მეტად მშვიდობა არავის უნდა, მაგრამ მას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ შეხვედრის დროს ჟურნალისტების მხრიდანაც გაჟღერდა რამდენიმე არაპროფესიონალური შეკითხვა. მაგალითად, მედიის წარმომადგენელმა ზელენსკის მიმართა კითხვით, თუ რატომ არ ატარებდა ოფიციალურ კოსტიუმს, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კოსტიუმს მაშინ ჩაიცვამდა, როცა ომს დაასრულებდა.