პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კოვიდ 19-თან მიმართებით ოპტიმიზმის მიზეზი არსებობს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც გებრეისუსი ამბობს, თებერვლის შემდეგ მსოფლიოში COVID 19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა 90%-ით შემცირდა, რაც ოპტიმიზმის მიზეზს იძლევა.
ამასთან, ჯანმოს ხელმძღვანელმა ამ განცხადების მიუხედავად მაინც აღნიშნა, რომ საჭიროა ფხიზლად ყოფნა, რადგან შესაძლოა, კოვიდინფექციის ახალი ვარიანტები გაჩნდეს.
„ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და ეს ნამდვილად ოპტიმიზმის მიზეზია. ჩვენ ყველა მთავრობას, საზოგადოებას და ინდივიდებს მოვუწოდებთ სიფხიზლისკენ“, - აღნიშნა გებრეისუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჟენევის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.