1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, კიევში ბრიტანეთის საელჩო ძალიან მალე გაიხსნება.
„პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის არაჩვეულებრივი სიმტკიცე და წარმატება კიევში რუსული ძალების წინააღმდეგობის გაწევაში ნიშნავს. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ძალიან მალე, მომავალ კვირას, ხელახლა გავხსნით ჩვენს საელჩოს უკრაინის დედაქალაქში“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა ინდოეთში, ნიუ-დელიში, პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე.
კიევში საელჩოს ხელახლა გახსნა, ბრიტანეთის გარდა, რამდენიმე სხვა ქვეყანამაც, მათ შორის, საფრანგეთმა და ესპანეთმა დააანონსა.