1732386875
ჩემი შვილი, როცა გაიგო, რომ ოჯახში კორონაა - ელენე ხოშტარია სახალისო ფოტოს აქვეყნებს
„დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ახალმა წელმა ოჯახს გვითხრა: რამდენი ხანია გაუსვლელად ერთად არ ყოფილხართო და გამოგვიგზავნა კორონა. იზოლაცია მალე რომ არ მორჩენილიყო, ყველა შვილი (და მოგეხსენებათ სიმცირეს არ ვუჩივი), რიგრიგობით ემატებოდა სიას. ის ის იყო რამდენიმე უარყოფითი პისიარის შემდეგ თავი გამარჯვებულად უნდა გამომეცხადებინა და იმ კვირაში საქმეებით კალენდარი ავავსე, რომ კირონამ მეც დამიქნია ხელი. კიდევ ორი კვირა ისიამტკბილე ოჯახშიო.მოკლედ, დღეს დამიდასტურდა. ყველას მსუბუქად ჰქონდა, მეც დარწმუნებული ვარ მსუბუქად მექნება, ამიტომ დისტანციურად მუშაობას და აქტიურობას გავაგრძელებ. აიცერით და მოუფრთხილდით თავს“, - წერდა პოლიტიკოსი.
მოგვიანებით ხოშტარიამ ფოტოც გამოაქვეყნა, თუ როგორ იცავს მისი შვილი რეკომენდაციებს, როდესაც გაიგო, რომ სახლში კორონავირუსი ტრიალებდა.
„ჩემი შვილი, როცა ბედობას გაიგო, რომ ოჯახში კორონაა. 2 მეტრის მიახლოებაზე ეს იარაღი ისროდა“,- წერს ელენე ხოშტარია.