პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ძლიერმა მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრი თურქეთში მდებარეობდა, სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქები განსაკუთრებით დააზარალა. უმეტესი ზიანი ალეპოს, ჰამას, ლატაკიას და ტარტუსს მიადგა.
როგორც CNN-ი წერს, რეგიონში ისედაც ცდილობდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომელიც სამოქალაქო ომის დროს საჰაერო დაბომბვისას დაინგრა. გაეროს მონაცემებით, 2011 წლიდან სირიის ომს 300 ათასზე მეტი სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ეს არის კრიზისი კრიზისის პერიოდში,“ - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა სირიაში, ელ-მოსტაფა ბენლამჰილმა.
„ინფრასტრუქტურა მთლიანად დანგრეულია... ის ქალაქები მთლიანად ცარიელია, ხალხი შეშინებულია, არ სურთ სახლებში დაბრუნება, თუკი შეგვიძლია შენობებს კვლავ „სახლები“ ვუწოდოთ, მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა," - აღნიშნა მან.
მიწისძვრამ სირიასა და თურქეთში 5 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, აქედან 1 600 - სირიაში დაიღუპა.