კენიის სასამართლომ ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველი აქტივისტის, ედვინ კიპტოს მკვლელობაში ბრალდებულს 50-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

კენიის სასამართლო

კენიის სასამართლომ ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველი აქტივისტის, ედვინ კიპტოს მკვლელობაში ბრალდებულს 50-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2023 წლის დასაწყისში კიპტოს მკვლელობამ ხმაური გამოიწვია ლგბტ თემის წარმომადგენლებში. მისი ცხედარი ქალაქ ელდორეტში ლითონის ყუთში იპოვეს.

მკვლელობაში დამნაშავედ მასთან ერთად მცხოვრები ჯეკტონ ოდჰიამბო ცნეს, რომელიც სავარაუდოდ მოკლულთან ურთიერთობაში იყო.