გარედან რომ არ ეხმარებოდნენ, აგენტურული ოპოზიციის შიდა რესურსი არის ნული. წარმოუდგენლად ურესურსოები არიან - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ამათი შიდა რესურსი არის ნული. გარედან რომ არ ეხმარებოდნენ, აგენტურული ოპოზიციის შიდა რესურსი არის ნული. წარმოუდგენლად ურესურსოები არიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ყველა რაღაც გაბრძოლება დამოკიდებულია გარე ფაქტორზე.

„ჩვენ საათობით ვიდექით და ვიმეორებდით, რომ გლობალურ ომის პარტიაში არ იგულისხმებოდა აშშ და ევროკავშირი. სამი ტელევიზიის არცერთ მაყურებელს ეს მოსმენილი არ ჰქონდა. არის ხოლმე კონკრეტული ფაქტები, რომელიც არ იციან. ესეც კი ჩვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენ მაქსიმალური უნდა ვისაუბროთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.