1771531835
კენიის დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის სამხედროების რიგებს დაახლოებით ათასი კენიელი შეუერთდა, რომლებიც რუსეთში დასაქმების ცრუ დაპირებით ჩაიყვანეს
უკრაინაში, ბრძოლის ველზე რუსეთი ყოველდღიურად ასობით ჯარისკაცს კარგავს და დანაკლისის შევსებას რამდენიმე გზით ცდილობს, ამის ერთ-ერთი გზა მებრძოლების შორეული ქვეყნებიდნა ჩაყვანაა, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“იტყობინება.
„სქაი ნიუსი“ კენიის დაზვერვის ახალ ანგარიშს ეყრდნობა, რომლის მიხედვით, დაახლოებით 1 000 კენიელი შეუერთდა რუსეთის სასარგებლოდ ბრძოლას მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირები რუსეთში სამუშაო ადგილების შესახებ ცრუ დაპირებებით შეცდომაში შეიყვანეს.
19 თებერვალს კენიის პარლამენტს თავჯდომარემ, კიმანი იჩუნგვამ პარლამენტს ანგარიში წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები ადგილობრივებს რუსეთში სამუშაო ადგილებს ჰპირდებიან, სინამდვილეში კი ომში მიჰყავთ.
მედიის ცნობით, ბოლო კვირებში ათობით კენიელმა ოჯახმა მოუწოდა მთავრობას, რუსეთიდან საკუთარი მოქალაქეები დააბრუნოს, რომელთაგან ზოგიერთი, სავარაუდოდ, იძულებული გახდა ბრძოლაში წასულიყო, ზოგი კი უკრაინაში ტყვედ აიყვანეს.
კენიაში რუსეთის საელჩომ ბრალდებები უარყო.
„რუსეთის ფედერაცია არ უკრძალავს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ნებაყოფლობით ჩარიცხვას შეიარაღებულ ძალებში“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.











