დღევანდელი მოწმე, რომელიც გახლავთ სასტუმრო "თაუერის" კიდევ ერთი თანამშრომელი, ვერანაირად ვერ დაადასტურებს დავით მიქაძისა და გელა უძილაურის შეხვედრას" - გიორგი მიქაძის ადვოკატი

შორენა ნიქაბაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, პოლიციის მობილიზებაა.

გიორგი მიქაძის ადვოკატის, შორენა ნიქაბაძის თქმით, დღევანდელი მოწმე ვერანაირად ვერ დაადასტურებს დავით მიქაძისა და გელა უძილაურის შეხვედრას.

"დღევანდელი მოწმე, რომელიც გახლავთ სასტუმრო "თაუერის" კიდევ ერთი თანამშრომელი, ვერანაირად ვერ დაადასტურებს დავით მიქაძის და გელა უძილაურის შეხვედრას, რადგან მათი შეხვედრა სასტუმრო "თაუერში" და 2025 წლის თებერვლის არცერთ რიცხვში არ მომხდარა", - განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.