მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
უკრაინაში რუსეთის არმიის მხრიდან კასეტური ბომბების ფართო გამოყენებას ხანგრძლივი ზარალი და ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქისთვის ტანჯვა მოაქვს, - ნათქვამია უფლებადამცავი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ანგარიშში, რომელიც 25 აგვისტოს გამოქვეყნდა.
რუსეთმა ფართოდ გამოიყენა კასეტური ამუნიცია 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მაშინ, როცა უკრაინის ჯარმა, როგორ ჩანს, ამგვარი იარაღი აამოქმედა სულ მცირე სამჯერ, ნათქვამია ანგარიშში.
კასეტური ბომბები შეიძლება გატყორცნილი იქნეს არტილერიის მეშვეობით და რაკეტების საშუალებით ან ჩამოყარონ თვითმფრინავებიდან. ისინი ჰაერშივე ფეთქდება და გარშემო მიმოიფანტება. მათი ნაწილი კი თავიდანვე არ ფეთქდება და შემდგომ მათთან კონტაქტის შედეგად ამოქმედდება, რითაც ის განსაკუთრებით სახიფათოა სამოქალაქო პირებისთვის, ბავშვებისთვის კონფლიქტის შემდგომაც.
ანგარიშში ნათქვამია, რომ, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, სამოქალაქო მოსახლეობაში აღრიცხულია კასეტური ამუნიციის 689 მსხვერპლი.
რუსეთი არ უარყოფს კასეტური ბომბების გამოყენებას და აცხადებს, რომ ისინი „კანონიერია“ და „საზიანოა მხოლოდ მათი არასწორი გამოყენებისას“.
ანგარიშის თანახმად, უკრაინამ ასევე გამოიყენა კასეტური ბომბები, სულ მცირე სამ შემთხვევაში - თავის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშაა. უკრაინაც არ უარყოფს კონფლიქტის დროს კასეტური ბომბების გამოყენებას, მაგრამ აცხადებს, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალები მკაცრად იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, - წერია ანგარიშში.
არც რუსეთი და არც უკრაინა არ არიან კასეტური ამუნიციის აკრძალვის 2008 წლის კონვენციის წევრი. ანგარიშის თანახმად, რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა როგორც კასეტური ბომბების ძველი მარაგი, ასევე ახლად წარმოებული ამუნიცია.
აშშ-მა კასეტური ბომბების წარმოება შეაჩერა 2016 წელს, მაგრამ არ შეერთებია საერთაშორისო აკრძალვას და არ აუღია ვალდებულება, არ აწარმოოს ისინი მომავალში.