პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, დაგმო უკრაინაში რუსეთის აგრესია.
განცხადების ტექსტი გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნა. ინფორმაცია გაეროში საქართველოს წარმომადგენლობის ტვიტერის გვერდზეა გამოქვეყნებული.
After #UNSC meeting on Ukraine, #Georgia 🇬🇪 joined 🇺🇦 & 50+🇺🇳MS in condemning russia's violation of 🇺🇳 Charter, Intl law & principles since the onset of its aggression. We strongly support sovereignty&territorial integrity of 🇺🇦 as this proud nation celebrates Independence Day! pic.twitter.com/V2C4ldjsfj
— GeorgiaUN (@GeorgiaUN) August 25, 2022
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს „საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების სრული უგულებელყოფა“ და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. განცხადების ხელმომწერები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დოკუმენტის ხელმომწერებს შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, თურქეთი, საქართველო, მოლდოვა, კანადა და ახალი ზელანდია.
სხდომაზე ვიდეოკავშირით სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.