VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
რუსეთი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გამოაცხადებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმებს, ამის შესახებ თეთრი სახლის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, ჯომ კირბიმ განაცხადა.
აშშ ვარაუდობს, რომ მოსკოვი „არჩევნების“ შედეგების მანიპულირებით იმის მტკიცებას ეცდება, რომ სამხედროების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების მოქალაქეებს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა სურთ. რეფერენდუმები ფიქტიური იქნება, ამომრჩეველთა აქტივობა კი, კირბის სიტყვებით, უკიდურესად დაბალი.
ამ დროისთვის, რუსეთს თითქმის სრულად აქვს ოკუპირებული უკრაინის ლუგანსკის ოლქი, დონეცკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქების მნიშვნელოვანი ნაწილი.