„კარლ ლაგერფელდი: სილამაზის ხაზი” – ახალი დეტალები წლევანდელი Met Gala-ს შესახებ

კარლ ლაგერფელდი

წლევანდელი Met Gala პირველ მაისს, ტრადიციულად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში ჩატარდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

შარშან ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული წლის თემა კარლ ლაგერფელდი და მისი თითქმის 60 წლიანი კარიერა იქნებოდა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ წლევანდელი გალას ორგანიზატორები (ანა ვინტურის გარდა) არიან მიკაელა კოელი, პენელოპე კრუზი, როჯერ ფედერერი და დუა ლიპა არიან.

რაც შეეხება თავად გამოფენას, “Karl Lagerfeld: A Line of Beauty” ტიშის გალერეაში 5 მაისს გაიხსნება და 16 ივლისამდე გასტანს. გამოფენა კარლის კარიერის დასაწყისიდან, 50-იან წლებში, მის გარდაცვალებამდე 2019 წელს, სხვადასხვა პერიოდებს ასახავს. ვიზიტორებს მულტიგანზომილებიანი გამოცდილების მიღების საშუალება ექნებათ, რომელიც მათ კარლის კომპლექსურ სამუშაო პროცესში ამოგზაურებს.

ენდრიუ ბოლტონი გამოფენის აღმასრულებელი კურატორის პასუხისმგებლობას იღებს, ხოლო ლაგერფელდისთვის ახლო და სანდო ადამიანი, ამანდა ჰარლეში მისი კრეატიული კონსულტანტი იქნება. Pritzker Prize-ის ლაურეატი არქიტექტორი ტადაო ანდო, რომელიც ლაგერფელდს პირადად 1996 წელს შეხვდა, გამოფენის მთავარი დიზაინერი იქნება. მულტიმედიურ მხარდაჭერას კი, მეტ გალას რეჟისორი ლოიკ პრიჟო გაუწევს. მას ფირზე აღბეჭდილი აქვს ლაგერფელდის კოლექციები 1997 წლიდან დიზაინერის გარდაცვალებამდე.

ფინანსურ მხარდაჭერას გამოფენას უწევს როგორც შანელი, ისევე ფენდი, სადაც დიზაინერი 50 წლის განმავლობაში მუშაობდა. მაისში ასევე დაანონსებულია “Karl Lagerfeld: A Line of Beauty” წიგნის გამოშვებაც, რომელშიც ნაჩვენები იქნება ჯულია ჰეტას ფოტოები, ლაგერფელდის სკეჩები, აქამდე უცნობი ინტერვიუები, რომლებიც ჩაწერილია მის მოღვაწეობაზე ქლოეში, ფენდიში, შანელსა და მის საკუთარ ბრენდში. წიგნში ასევე იხილავთ პირად მოგონებებს კარლის შესახებ ანა ვინტურისგან, ხელოვნების ისტორიკოსის პატრიკ ჰურქეიდისგან, ტადაო ანდოსგან და სხვებისგან.