დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
„კონსერვატიული პარტიიდან“ გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა შეშფოთება გამოხატა აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის მიერ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერის გამო. აღნიშნულის შესახებ მერცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
მერცის თქმით, საკითხის განხილვას აპირებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
„ამ საკითხზე მაქვს მკაფიო პოზიცია და მას გავუზიარებ: მე არ ვეთანხმები ტრამპის გარემოცვიდან ვინმეს მცდელობას, პირდაპირ ჩაერიოს გერმანიის არჩევნებში“, – განაცხადა მერცმა.
ცნობისთვის, გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.