1732735889
კანადის ტყეში, ხუთი კვირის განმავლობაში დაკარგული მოლაშქრე ცოცხალი იპოვეს - როგორ გადარჩა 20 წლის ახალგაზრდა -20°C-ის პირობებში
კანადის ტყეში დაკარგული ახალგაზრდა ხუთკვირიანი გაუჩინარების შემდეგ ცოცხალი იპოვეს. 20 წლის სემ ბენასტიკი Redfern-Keily-ის პარკში 10-დღიან ლაშქრობასა და თევზაობას გეგმავდა, რა დროსაც დაიკარგა.
ახალგაზრდა დაკარგულად 17 ოქტომბერს გამოცხადდა და პოლიციამ მისი ძებნა მალევე დაიწყო. სამძებრო სამუშაოები, რომელშიც 120 მოხალისე იყო ჩართული, 28 ოქტომბერს, ამინდის გაუარესების გამო შეწყდა - ტემპერატურა რეგიონში -20°C-მდე დაეცა.
ბენასტიკს ტყეში, ბილიკზე, ორი ადამიანი გადააწყდა, რომლებიც გზების მარკირების სამუშაოებს ატარებდნენ. მათ 20 წლის ახალგაზრდაში დაკარგული ამოიცნეს და დახმარება გაუწიეს. ისინი მედიასთან ამბობენ, რომ სემს ხელში ჯოხები ეჭირა, ფეხებზე კი გაჭრილი საძილე ტომარა ჰქონდა შემოხვეული, სითბოსთვის.
სემ ბენასტიკმა პოლიციას განუცხადა, რომ თავდაპირველად, რამდენიმე დღე მანქანაში გაატარა, შემდეგ კი მდინარესთან ჩავიდა, სადაც 10-15 დღით დაბანაკდა. მოგვიანებით, მან დამშრალი მდინარის ხეობაში თავშესაფარი ააშენა, რამაც საშუალება მისცა, ყინვისა და თოვლისთვის გაეძლო.
ბენასტიკი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1732779895