მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

მომსახურების სააგენტო

მომსახურების სააგენტოს საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში, დიდთოვლობის გამო, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი შეჩერებულია, ამის შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ მომსახურების სააგენტოს საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში, დიდთოვლობის გამო, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი შეჩერებულია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ არ გავრცელდება დისკვალიფიკაცია და სრულად შეუნარჩუნდებათ გადახდილი თანხა. კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ." - წერია განცხადებაში.