ცნობილია, რამდენი ქულა მიიღო საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე
1792877386
კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე ჩინური სოციალური პლატფორმის, Tik Tok-ის აპლიკაცია აიკრძალა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, კანადის ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება როგორც უსაფრთხოებისა და დაცულობის, ისე გამოხატვის თავისუფლების საკითხებს.
აპლიკაცია „ტიკტოკთან“ დაკავშირებით რეგულაციები მიიღეს ევროკავშირსა და აშშ-შიც. გასულ კვირას ევროკომისიამ უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაციის, „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა.
დეკემბერში კი ჩინეთის მხრიდან ჯაშუშობის საფრთხის გამო, აშშ-ის მთავრობამ ფედერალური უწყებების თანამშრომლებს სამსახურებრივ მოწყობილობებზე „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა.