ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ანჟეს გრან-პრი მოიგეს

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა

საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ანჟეს გრან-პრიზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

წყვილმა მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 77.34 ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამაში -127.31, ორი პროგრამის ჯამში კი 204.65 ქულა დააგროვა და გრან-პრის სერიის პირველი ეტაპი გამარჯვებით დაასრულა.

ამავე ეტაპზე ვერცხლი მედლები მოიპოვეს საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ და წყვილმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა.

✕