პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კიბერ ბულინგის გამო 17 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. "პირველების" ინფორმაციით, არასრულწლოვანმა იმ ზეწოლას ვერ გაუძლო, რაც მის მიმართ სოციალურ ქსელში მიმდინარეობდა.
ირკვევა, რომ ფსიქოლოგიურ ტერორს მოზარდზე 35 წლის მამაკაცი ახდენდა. კიბერ მოძალადე გოგონას ფოტოებს აქვეყნებდა და მას სექს მუშაკად მოიხსენიებდა. ასეთ დამცირებას სკოლის მოსწავლის ფსიქიკამ ვერ გაუძლო და
გოგონამ დიდი რაოდენობით საძილე წამლები დალია.
როგორ იქცა ყველაზე პოპულარული გასართობი სოციალური ქსელი მოზარდების ბულინგის იარაღად. სქემა მარტივია - ანონიმურ მომხმარებლებს ყალბი გვერდები აქვთ გახსნილი. ისინი ირჩევენ მსხვერპლს, იღებენ ტიკ ტოკზე განთავსებულ მის ფოტოს და შემდეგ იწყება ამ ფოტოზე შტურმი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტექსტებით.
ბევრი მოზარდი ასეთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ უძლებს და საქმე შესაძლოა ტრაგედიით დასრულდეს. 17 წლის გოგონა საბედნიეროდ სუიციდისგან გადაარჩინეს.