ნინო ფოჩხუა: აქციას "საქართველო ივანიშვილის გარეშე” უხელმძღვანელებს ნიკა გვარამია, რომლის ლიდერად წარმოჩენა ლგბტქ თემის წინ წამოწევას გულისხმობს, რაც მორჩილი ადამიანების ჩამოყალიბებას ნიშნავს და რაშიც ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის

ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ოპოზიციის აქციას - “საქართველო ივანიშვილის გარეშე”, სოციალურ ქსელში აფასებს და ყურადღებას ამახვილებს “დიფ სტეიტის” გადაწყვეტილებაზე, აქციას ნიკა გვარამიამ უხელმძღვანელოს.

ფოჩხუას თქმით, გვარამიას ლიდერად წარმოჩენა ლგბტქ თემის წინ წამოწევას ნიშნავს, რაც მორჩილ საზოგადოებას ჩამოაყალიბებს და რაშიც მათ ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის, ამიტომ სლოგანიც შესაფერისი აარჩიეს, "საქართველო ივანიშვილის გარეშე".

“დღევანდელი ოპოზიცია თუ ვინმეს კიდევ ჰგონია, რომ ოპოზიციაა, ძალიან ცდება. ეს არის უცხო ქვეყნის აგენტთა ჯგუფი, რომელიც დამოკიდებულია როგორც ფინანსურად, ისე ბრძანებების უპირობო შესრულებით "დიფ სტეიტზე."რამდენიმე დღის წინ მათ დააანონსეს მაშტაბური საპროტესტო აქცია "საქართველო ივანიშვილის გარეშე," რომელიც დღეს იმართება და რომელსაც უხელმძღვანელებს არც მეტი და არც ნაკლები ნიკა გვარამია, ძალიან საინტერესოა, რატომ გვარამია, როცა არჩევანი დიდი იყო, პასუხი ერთია, ყველამ ვიცით, რომ იგი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მან ერთხელ ცოლის თანდასწრებით ბოდიში მოიხადა და მადლობა გადაუხადა მეუღლეს, რომ იგი გაგებით მოეკიდა ამას ანუ აპატია. ასე რომ, გვარამიას ლიდერად წარმოჩენა ისევ და ისევ ლგბტქ თემის წამოწევას ნიშნავს წინ, რაც მორჩილი ადამიანების ჩამოყალიბებას ნიშნავს და რაშიც ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის, ამიტომ სლოგანიც შესაფერისი აარჩიეს, "საქართველო ივანიშვილის გარეშე“ არ გამოვა არც ეს მცდელობა, რადგან ივანიშვილს და მის გუნდს მოსახლეობის დიდი რაოდენობა უჭერს მხარს.” - წერა ექსპერტი.

✕