კანადელები უკეთეს სამედიცინო დაზღვევას და მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს მიიღებენ, თუკი ისინი აშშ-ის ნაწილი გახდებიან - ტრამპი

ტრამპი

კანადელები უკეთეს სამედიცინო დაზღვევასა და შემცირებულ გადასახადებს მიიღებდნენ, თუკი შეერთებული შტატების ნაწილი იქნებოდნენ. განცხადება დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში ვიზიტისას გააკეთა.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, კანადის 51-ე შტატად ხილვას ისურვებდა, რაც სარგებელს ორივე მხარეს მოუტანდა.

„მე კანადის 51-ე შტატად ხილვას ვისურვებდი, კანადელები მიიღებენ უკეთეს სამედიცინო დაზღვევას, მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს და გაცილებით მეტ ვაჭრობას, თუკი ისინი აშშ-ის ნაწილი იქნებოდნენ“, - განაცხადა ტრამპმა.