„კალმარის თამაშების“ მესამე სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია

კალმარის თამაშები

 სამხრეთკორეული სერიალის, „კალმარის თამაშების“ მესამე და ბოლო სეზონი Netflix-ის პლატფორმაზე 2025 წლის 27 ივნისს გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Netflix-ი ავრცელებს.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სერიალი გახდა გლობალური ფენომენი და ყველაზე ნახვადი არაინგლისურენოვანი სერიალი, რომელიც ოდესმე გამოსულა Netflix-ის პლატფორმაზე.

სერიალის პირველი სეზონი ეკრანებზე 3 წლის წინ გამოჩნდა და პრემიერიდან 17 დღეში Netflix-ის პლატფორმაზე 111 მილიონი ნახვა დააგროვა.