კალიფორნიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

კალიფორნია

აშშ-ში, კალიფორნიაში სროლის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ლოს-ანჯელესის მახლობლად, ქალაქ მონტერეი პარკში მოხდა, სადაც მთვარის კალენდრით ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიება იმართებოდა. ადგილობრივი დროით 22:20 წუთზე შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა. მან დანაშაულის ადგილიდან გაქცევა მოახერხა.

დაჭრილია 10 ადამიანი, ზოგი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. უცნობია მისი ვინაობა და მოტივიც.