ჯონი დეპი ფანს კომიდან გამოსვლაში დაეხმარა - ჰოლივუდური სიკეთის ისტორიები

ჯონი დეპი

ამბობენ, რომ თუ ცხოვრებაში ოდესმე სიმართლესა და სიკეთეს შორის არჩევნის გაკეთება მოგვიწევს - სიკეთე უნდა ავირჩიოთ.. ამ ფრაზის ღრმად სჯერათ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ეკრანულ სახეებსაც... 
 

ჰოლივუდის გამორჩეულად კეთილ ვარსკვლავებს შორის პირველ ადგილს ყველაზე სევდიანი კაცი, კიანუ რივზი იკავებს.  წარმატებული კარიერისა და პოპულარობის მიუხედავად, კიანუმ მოახერხა და უბრალო ადამიანად დარჩა... მსოფლიოს კიანუს მიერ გაკეთებული უამრავი კეთილი საქმე ახსოვს...  ერთ-ერთი მათგანი 1997 წელს მოხდა.. მსახიობი ქუჩაში სეირნობდა, როდესაც უსახლკარო ადამიანი დაინახა.. რივზი მივიდა, გვერდით ჩამოუჯდა და მთელი დილა მასთან ერთად ცხოვრებაზე საუბარში გაატარა. შემდეგ ის საუზმეზე დაპატიჟა  და მატერიალური დახმარებაც გაუწია. ეს ისტორია მსოფლიო მედიაში ელვის სისწრაფით გავრცელდა.. „კიანუ უმუშევრებს, როგორც თავის სწორებს ისე ექცევა», მასმედიაში ელვის სისწრაფით გავრცელდა“,- წერდნენ გამოცემები.. 
 

ჯონი დეპი კი თავის პატარა  გულშემატკივარს კომიდან გამოსვლაში დაეხმარა.  5 თვის განმავლობაში 17 წლის სოფი უილკინსონი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.  ექიმებს ყველანაირი იმედი გადაწურული ჰქონდათ.. მშობლების ერთადერთი გამოსავალიღა რჩებოდათ - გოგონას საყვარელი მსახიობისთვის დაერეკათ და დახმარება ეთხოვათ.  მათ ჯეკ ბეღურას წერილი მისწრეს, რომელშიც სთხოვდნენ, რომ თუ ის მათ ქალიშვილთან მისვლას ვერ მოახერხებდა, მისთვის რაიმე ჩანაწერი მაინც გაეკეთებინა.  „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავმა პატარა სოფისთვის ჯეკ ბეღურას პაროდია გააკეთა და ჩანაწერი ოჯახს გაუგზავნა.. საყვარელი არტისტის ხმის გაგონებამ გოგონა კომიდან გამოიყვანა...  აღსანიშნავია, რომ ჯონი  დეპი ჯეკ ბეღურას ფორმით ბავშვთა საავადმყოფოებს ხშირად სტუმრობს და მათ საკმაოდ სოლიდური თანხებით ეხმარება.. 
 
რენე ზელვეგერი, რომელსაც უამრავი ადამიანი ბრიჯიტ ჯონსის საკულტო როლით იცნობს, ერთხელ ცნობილი დიზაინერის, მანოლო ბლანიკის მაღაზიაში იმყოფებოდა, როდესაც შემაჩნია, თუ როგორ შეჰყურებდა შორიდან ცრემლმორეული მაღაზიის კონსულტანტი დიზაინერის  ძვირად ღირებულ ფეხსაცმელს...  ვარსკვლავზე ამ ყველაფერმა იმდენად იმოქმედა, რომ გადაწყვიტა მისთვის საჩუქარი გაეკეთებინა..  როდესაც გამყიდველი სამუშაო მაგიდას დაუბრუნდა - მას იქ ლამაზად შეფუთული საჩუქარი დახვდა, რომლის გამომგზავნის ვინაობაც ანონიმურად იყო დატოვებული ...
 
ჰოლივუდის გამორჩეულად კეთილ ვარსკვლავებს შორისაა ოპრა უინფრიც..  ამერიკელ ტელეწამყვანს საზოგადოება არაერთხელ გაუოცებია.... მაგალითად, ერთ-ერთი შოუს მიმდინარეობისას, სტუდიაში მყოფ ყველა მაყურებელს მან საჩუქრად ძვირად ღირებული ავტომობილები გადასცა... 
 
კოლინ ფარელი კი უსახლკარო მამაკაცს 5 წლის განმავლობაში  ფულითა და ტანისამოსით უანგაროდ ეხმარებოდა.. ამის შესახებ საერთაშორისო მედიამ  წლების შემდეგ შემთხვევით შეიტყო.. 
 
ანჯელინა ჯოლი ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც შეიტყო, რომ მის ერთ-ერთ გულშემატკივარს, რომელიც მსახიობს გარეთ ელოებოდა, პანიკური შეტევა დაეწყო.. ანჯელინამ ჩაწერა მიატოვა და მაშინვე ქუჩაში გავარდა.. ის ქალს ჩაეხუტა, დაამშვიდა, მოგვიანებით კი მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო..
 
„ჰარი პოტერის“ წიგნების ავტორმა კი ლეიკემიით დაავადებულ გულშემატკივარს წიგნის შინაარსი წინასწარ გაუმხილა..  ნატალი მაკდონალდს სიცოცხლის დღეები დათვლილი ჰქონდა, ამიტომ გოგონა „ჰარი პოტერისა და ცეცხლოვანი თასის“ გამოქვეყნებას ვერ მოესწრებოდა.. ამიტომ ჯოან როულინგმა წიგნის დასასრული ნატალის წინასწარ გაუმხილა.. შემდეგ კი მისი სახელი ერთ-ერთ პერსონაჟსაც დაარქვა... 
 
  
ასევე ნახეთ:

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2023 წლის ნოემბერში ოცნებები აუსრულდებათ

გაიცანით, 13 წლის ნუცა გრიგალაშვილი, რომელმაც საერთაშორისო საბავშვო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა

რატომ არ უნდა შეიტანოთ სახლში 2 ცოცხი და რამდენჯერ უნდა გადააბიჯონ ფეხი მას გასათხოვარმა გოგოებმა

რა ხდება ჩვენს ორგანიზმში როცა ცემინებას ვიკავებთ - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ