ჯო ბაიდენმა არაძალადობრივ დანაშაულში ბრალდებული 39 პირი შეიწყალა, 1500 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმსუბუქდება

ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არაძალადობრივ დანაშაულში ბრალდებული 39 პირი შეიწყალა,  1500 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმსუბუქდება.

„ბიბისის“ ცნობით, თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში არ წერია იმ პირების ვინაობა, ვინც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა შეიწყალა.

ცნობილია, რომ შეწყალებულთა შორისაა პირები, რომლებიც ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებში არიან გასამართლებულები.

ცნობისთვის, დეკემბერში ჯო ბაიდენმა ასევე შეიწყალა საკუთარი შვილი ჰანთერ ბაიდენი, რომელსაც პატიმრობა ემუქრებოდა.