VIDEO: ავტომობილში ერთი ადამიანის ცხედარია - ახალი დეტალები მეტეხის ხიდზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ
1741092320
„მინდა, მადლობა გადავუხადო უპირველეს ყოვლისა მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, რომლებიც პირველები იყვნენ სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად და მოსახლეობის მხარდასაჭერად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც გურიასა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობის გამო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, მადლობა გადავუხადო პოლიციის თანამშრომლებს, სამედიცინო პერსონალს. მადლობა გადავუხადო ყველას, მათ შორის, მოხალისეებს, რომლებიც ადგილზე ეხმარებოდნენ მოსახლეობას, ადგილობრივებს, ვინც სტიქიასთან საბრძოლველად, გვერდით დაუდგა ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.