„ჯერ არა! ბოდიშს ვიხდი!” - მერაია კერი საშობაო სეზონის გახსნას ჯერ არ აპირებს

 მერაია კერი

შობის დედოფალი სადღესასწაულო პერიოდის მოახლოებას გამოეხმაურა – მერაია კერის თქმით, საშობაო სეზონი ჯერ არ დამდგარა.

მომღერალმა ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა, სადაც ის პირად თვითმფრინავში ზის, ფონად კი მისი საკულტო სიმღერა All I Want for Christmas Is You იწყება.

„გესაუბრებათ პილოტი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბორტზე, მერაია. მივემართებით ჩრდილოეთ პოლუსისკენ,” – ისმის თვითმფრინავის კაპიტნის მიმართვა, რომელსაც ჩანაწერის გაფუჭების ხმა აწყვეტინებს.

„ჯერ არა! ბოდიშს ვიხდი!” – პასუხობს მომღერალი. შემდეგ კი მაყურებელს მიმართავს: „ყოველთვის მაჩქარებენ.”

როგორც წესი, კერი ჰელოუინის დასრულებას უცდის ხოლმე და მხოლოდ ამის შემდეგ აქვეყნებს ტრადიციულ It’s time  პოსტებს, რომლითაც სიმბოლურად საშობაო სეზონს გახსნილად აცხადებს. კერის 1994 წლის სიმღერა All I Want for Christmas Is You, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით შობის განუყრელ ელემენტად იქცა, Billboard Hot 100-ში პირველად 2019 წელს შევიდა. მას შემდეგ კი ის Billboard Holiday 100-ის ყველა დროის ყველაზე პოპულარულ სადღესასწაულო სიმღერად დასახელდა.

აგვისტოში კერიმ უკვე დააანონსა, რომ მისი ყოველწლიური Christmas Time ტურნე 2024 წელსაც დაბრუნდება. პრესრელიზის თანახმად, ეს ტური ყველაზე გრანდიოზული იქნება, რადგან წელს მომღერლის 1994 წლის ალბომს Merry Christmas 30-ე საიუბილეო წელი უსრულდება. კერიმ ასევე გაამხილა, რომ ტურნე მხოლოდ პირველია უამრავი სიურპრიზიდან, რომელიც მას მიმდინარე წელს აქვს დაგეგმილი.

20-დღიანი ტურნე სტარტს 6 ნოემბერს კალიფორნიაში, ჰაილენდში აიღებს და 17 დეკემბერს ნიუ-იორკში დასრულდება.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mariah Carey (@mariahcarey)