1743498910
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პერსონალის რაოდენობის შემცირებას განიხილავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პერსონალის რაოდენობისა და სამუშაოს მასშტაბის შემცირებას განიხილავს. სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, მიზეზი ამერიკული დაფინანსების შეწყვეტაა, რის გამოც ორგანიზაციის ბიუჯეტი მეხუთედით შემცირდა.
შეერთებული შტატები „ჯანმოს“ უმსხვილესი ფინანსური კონტრიბუტორი იყო. მასზე ორგანიზაციის მთლიანი დაფინანსების 18 პროცენტი მოდიოდა.