„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ვროვიზიის მუსიკალური კონკურსის დროს, იტალიის პოლიციამ პრორუსული ჰაკერული ჯგუფების კიბერშეტევები აღკვეთა. ამის შესახებ ოფიციალური რომი იუწყება. გავრცელებული ცნობით, ჰაკერული შეტევები კონკურსის ნახევარფინალში და ფინალში განხორციელდა.
ხმის მიცემის პროცესის დროს, პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა ქსელის ინფრასტრუქტურაზე ჰაკერული დაჯგუფება „ქილნეტის“ და მასთან კავშირში მყოფი „ლეგიონის“ კიბერთავდასხმის შესახებ და მისი განეიტრალება შეძლო.
იტალიის პოლიციამ ასევე შეაგროვა ინფორმაცია პრორუსული ჯგუფის „ტელეგრამის“ არხებიდან, რათა თავიდან აერიდებინა სხვა კრიტიკული მოვლენები და დაადგინა თავდასხმის გეოგრაფიული მდებარეობა.
ევროვიზია 2022 10-14 მაისს, ტურინში ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra გახდა. საქართველოს კონკურსზე Circus Mircus-ი წარმოადგენდა, რომელიც ფინალში ვერ გადავიდა.