პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროვიზიის კონკურსს მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ეხმაურება. კონკურსზე გაურკვევლობა საქართველოს ჟიურის მიერ დაწერილმა ქულამ გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟიურიმ უკრაინას 6 ქულა მიანიჭა, მოგვიანებით კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება უკრაინას დაუწერა, თუმცა კონკურსზე სხვა შეფასება გამოცხადდა.
მომღერალი სტეფანე სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა.
„ევროვიზიაზე რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება შეეშალათ, გაირკვევა ალბათ. წელსაც BBC ის ჟურნალისტთან მქონდა ინტერვიუ. ზოგადად სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველ წელს მიკავშირდებიან, როგორც არასამართლიანად დაბლოკილს მაგ კონკურსზე.
ყოველ წელს ევროპაში, ევროვიზიის დღიურებზე გვახსენებენ, როგორც არასწორად დაბლოკილებს. საქართველოს მაუწყებელზე ერთხელაც არ წამოცდენიათ ჩვენი ჯგუფის სახელი. მაშინაც ეშინოდათ არ გაეღიზიანებიათ ვინმე. ზრდილობის გამო ერთხელ რომ გვახსენოთ რა მოხდება, როცა ყოველ ჯერზე აცხადებთ, ვინ მიიღო მონაწილეობა. მაგხელა გამოხმაურება მაინც არავის არ ჰქონია რაც ჩვენ.
ეს არაფერს არ შეცვლის არც ჩემთვის, არც არავისთვის. მაგრამ ფაქტის იგნორირება ყოველ წელს ასე შეგნებულად … მგონი ტეხავს“,- წერს სტეფანე.