იტალიამ ევროვიზიაზე კონკურსის ფინალში რუსეთის მოულოდნელი კიბერშეტევა მოიგერია - მედია

ევროვიზია

იტალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავიდან აიცილეს პრორუსული ჯგუფების ჰაკერული თავდასხმები ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალსა და ფინალში. ამის შესახებ იტალიის პოლიციამ განაცხადა.

იტალიის პოლიცია ამტკიცებს, რომ 10 მაისის ნახევარფინალში და ფინალში მონაწილეთა კენჭისყრისა და გამოსვლების დროს პოლიციამ შეარბილა რამდენიმე კიბერშეტევა ქსელის ინფრასტრუქტურაზე. თავდასხმის ორგანიზატორები ჰაკერული ჯგუფი Killnet და მისი ფილიალი „ლეგიონი“ იყვნენ.

განცხადებაში თავდასხმის დეტალები არ არის დაკონკრეტებული, თუმცა, ლეგიონის ჯგუფის ტელეგრამაში, შაბათს საღამოს, კენჭისყრის დაწყებამდეც კი, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სერვერზე მართლაც კოორდინირებული იყო DDOS შეტევა. შეტევა მხოლოდ 13 წუთს გაგრძელდა.

ცნობისთვის, ევროვიზიის კონკურსი იტალიაში, ტურინში გაიმართა.