„იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს“ – ახალი ვირუსის შესახებ გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს
1736162760
გერმანიაში საავიაციო კოლაფსი მოხდა. აეროპორტებში IT-სისტემის გლობალური ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც მწყობრიდან გამოვიდა სასაზღვრო კონტროლის საპოლიციო სისტემა, - იუწყება DW.
ავიარეისები ორი საათით შეფერხდა გერმანიის თითქმის ყველა აეროპორტში. კომპიუტერული სისტემების მწყობრიდან გამოსვლამ მგზავრების დიდი რიგები და ავიარეისების გადადება გამოიწვია.
შესაბამისმა სამსახურებმა პრობლემის აღმოფხვრა რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სასაზღვრო კონტროლის საპოლიციო სისტემა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.