ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტა ძალიან საჭირო და სასიხარულო მიღწევაა - იენს სტოლტენბერგი

iens stoltenbergi

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტა ძალიან საჭირო და სასიხარულო მიღწევაა.

„ახლა აუცილებელია მისი სრულად დაცვა, რათა შემსუბუქდეს საზღვრის ორივე მხარეს მყოფი ადამიანების მდგომარეობა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა კარგი ლიდერობა შეთანხმების მიღწევის პროცესში“, – დაწერა სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალურად დაუჭირა მხარი.

შეთანხმება დღეს, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე შევიდა ძალაში.