ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ძალიან დამაიმედებელია - ურსულა ფონ დერ ლაიენი

პოლიტიკა

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ძალიან დამაიმედებელია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

„ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ძალიან დამაიმედებელია. პირველ რიგში, ლიბანელი და ისრაელელი ხალხისთვის, რომლებიც დაზარალდნენ ბრძოლით. ლიბანს ექნება შესაძლებლობა, გაზარდოს შიდა უსაფრთხოება და სტაბილურობა „ჰეზბოლას“ გავლენის შემცირების წყალობით“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.