ისრაელს ირანის სარაკეტო იერიშზე საპასუხო გეგმა აქვს მომზადებული - CNN

ისრაელს ირანის სარაკეტო იერიშზე საპასუხო გეგმა აქვს მომზადებული

ისრაელმა ირანის სარაკეტო იერიშზე საპასუხო გეგმა მოამზადა.

ამის შესახებ „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

თუმცა ტელეკომპანიისთვის წყაროს დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია.

„სიენენის“ მიხედვით, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, აშშ დაარწმუნეს, რომ ირანზე საპასუხო დარტყმა მხოლოდ სამხედრო ობიექტებით შემოიფარგლება და არ შეეხება ნავთობის ან ბირთვულ ობიექტებს.

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს და სხვა მაღალჩინოსნების ლიკვიდაციის საპასუხოდ გაუშვა.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ამ თავდასხმისთვის „საფასურს გადაიხდის“.