„ამინდი მკვეთრად გაუარესდება...“ - ამინდის პროგნოზი საქართველოში
1735073693
13 წლის ნინი ორკოშნელი „ნიჭიერში“ მეოთხე ოქროს ღილაკის მფლობელი გახდა.
უნიჭიერესმა გოგონამ, კონკურსში შესრულებული სიმღერა გარდაცვლილი მამიკოს ხსოვნას მიუძღვნა.
საოცრად ემოციურმა შესრულებამ სრულიად დარბაზი და ჟიურის ყველა წევრი აატირა.
„ნიჭიერში მოხვედრა ბავშვობიდან მინდოდა. სცენაც მაქვს სახლში გაკეთებული. 9 წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა. როდესაც მასზე ვლაპარაკობ, თითქოს ყელში რაღაც მიჭერს და შემდეგ ამოხეთქავს გრძნობები. ამ დროს რომ არ ვიტირო არ შემიძლია. რთულია გახსენება, როდესაც იაზრებ, რომ შენს გვერდზე ვეღარასდროს იქნება.
მე და მამიკო სულ ვთამაშობდით. როდესაც ვმღეროდი სულ უხაროდა. სტიმული მომეცა, რომ მისთვის ძლიერი გოგო ვიყო. დედა ჩემი მთავარი გულშემატკივარია. მას ამ ამაგს აუცილებლად დავუფასებ. მინდა რომ სადაც არის, მამიკომ ჩემით იქ იამაყოს“, – ამბობს ნინი ორკოშნელი.