„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციები გრძელდება. გავრცელდა საჰაერო თავდასხმის კადრები, რომლის სამიზნეც ისრაელის სამხედროების თქმით, 7 ოქტომბრის მოვლენების ერთ-ერთი პასუხისმგებელი ტერორისტი იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში, ბეიტ ლაჰიაში, 7 პალესტინელი დაიღუპა, ადგილობრივები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ.
5 ადამიანი დაიღუპა ანკლავის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში სხვა ცალკეული იერიშების შედეგად.
ისრაელელებმა რამალას გარეუბანში პალესტინელების მანქანები დაწვეს.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მოკლეს ჰეზსბოლას 2 მეთაური, მათ შორის დაჯგუფების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის უფროსი და ასევე პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო იარაღის განაწილებაზე.