პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ირანში, პოლიციის მიერ დაკავებული ახალგზარდა ქალის მკვლელობის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება, დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა.
„დადასტურებულია, რომ სულ მცირე 83 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა“, - აღნიშნულია ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის განცხადებაში.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ათობით აქტივისტი, სტუდენტი და ხელოვანია დაკავებული, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა კი „ტვიტერზე“ დაწერა, რომ უსაფრთხოების ძალებმა მინიმუმ 28 ჟურნალისტი დააკავეს.
შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. გოგონა ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.